
ფსალმუნი 55:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
ფსალმუნი 55:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 55:16 კონტექსტში
55:14ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით.
55:15დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.
55:16ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
55:17საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას.
55:18მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემ წინააღმდეგ ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 55:16
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- ლუკას სახარება 6:11ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვუყოთ იესოსო.
- ლუკას სახარება 6:12მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა.
- ფსალმუნები 73:28ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.
- ფსალმუნები 109:4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
- ფსალმუნები 91:15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 55
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 55 · გახსენი ბიბლიის მკითხველში