
ფსალმუნი 111:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.
ფსალმუნი 111:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 111:3 კონტექსტში
111:1ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.
111:2დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.
111:3სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.
111:4სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.
111:5ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 111:3
- ფსალმუნები 145:4თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
- ფსალმუნები 145:5შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.
- გამოცხადება 5:12რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.
- გამოცხადება 5:14ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 145:10გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.
- ფსალმუნები 145:12რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
- ფსალმუნები 119:142სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
- ეფესელთა მიმართ 3:10რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 111
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 111 · გახსენი ბიბლიის მკითხველში