
ფსალმუნი 119:160 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
ფსალმუნი 119:160 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:160 კონტექსტში
119:158ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
119:159ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
119:160საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
119:161მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
119:162ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:160
- იგავესნი 30:5უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:16მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად,
- ფსალმუნები 119:144სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
- მათეს სახარება 5:18რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
- ეკლესიასტე 3:14ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.
- ფსალმუნები 119:142სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
- ფსალმუნები 119:138ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
- ფსალმუნები 119:152ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში