
ფსალმუნი 114:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.
ფსალმუნი 114:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 114:2 კონტექსტში
114:1როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
114:2გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 114:2
- გამოსვლა 15:17შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ!
- გამოსვლა 25:8გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
- ფსალმუნები 78:68ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
- ფსალმუნები 78:69მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
- გამოსვლა 6:7მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან თქვენი გამომხსნელი.
- გამოსვლა 29:45დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.
- გამოსვლა 29:46შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტელთა ქვეყნიდან, რომ მათ შორის დავივანო; მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
- გამოსვლა 19:5ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 114
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 114 · გახსენი ბიბლიის მკითხველში