
იერემია 4:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.
იერემია 4:24 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 4:24 კონტექსტში
4:22ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.
4:23შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.
4:24შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.
4:25შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან.
4:26შევხედე და, აჰა, წალკოტი უდაბნოდ ქცეულა, ერთიანად გაცამტვერებულა ქალაქები უფლის წინაშე, მისი რისხვის ალისაგან.
პარალელური ადგილები: იერემია 4:24
- ეზექიელი 38:20შეიძრებიან ჩემ წინაშე ზღვის თევზები და ცის ფრინველები, მიწის მხეცები და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი კაცი, ვინც კი არის მიწის პირზე; ჩამოიქცევა მთები და ჩამოშვავდება ქარაფები, ქვეყნის ყოველი კედელი ჩამოწვება.
- ნაუმი 1:5მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები; წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.
- ნაუმი 1:6ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.
- ესაია 5:25ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
- იერემია 10:10უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.
- ფსალმუნები 97:4გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
- ფსალმუნები 114:4მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.
- ფსალმუნები 114:7უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,
განაგრძე კითხვა: იერემია 4
სრულად წაიკითხე: იერემია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში