
ფსალმუნი 115:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 115:18 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 115:18 კონტექსტში
115:16ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
115:17არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
115:18არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 115:18
- ფსალმუნები 113:2იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
- დანიელი 2:20ამეტყველდა დანიელი და თქვა: კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა.
- ფსალმუნები 145:21ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- გამოცხადება 5:13და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 145:2ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 118:17არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
- ფსალმუნები 118:19გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 115
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 115 · გახსენი ბიბლიის მკითხველში