
ფსალმუნი 117:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აქეთ უფალი, ხალხნო ყოველნო, ადიდეთ იგი, ერნო ყოველნო!
ფსალმუნი 117:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 117:1 კონტექსტში
117:1აქეთ უფალი, ხალხნო ყოველნო, ადიდეთ იგი, ერნო ყოველნო!
117:2რადგან გაძლიერდა ჩვენ მიმართ წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 117:1
- გამოცხადება 15:4ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
- რომაელთა მიმართ 15:11და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“.
- ფსალმუნები 67:3გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.
- გამოცხადება 5:9გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,
- ფსალმუნები 66:1გუნდისლოტბარს. გალობა-ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
- ფსალმუნები 86:9ყოველი ხალხი, შენ მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
- ფსალმუნები 148:11მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
- ფსალმუნები 148:14და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 117
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 117 · გახსენი ბიბლიის მკითხველში