
ფსალმუნი 148:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
ფსალმუნი 148:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 148:11 კონტექსტში
148:9მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.
148:10მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
148:11მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
148:12ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,
148:13ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 148:11
- ფსალმუნები 102:15შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
- იგავესნი 8:15ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი;
- იგავესნი 8:16ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა მსაჯული.
- ფსალმუნები 68:31მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.
- ფსალმუნები 68:32ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.
- ფსალმუნები 2:10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
- ფსალმუნები 72:10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 148
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 148 · გახსენი ბიბლიის მკითხველში