
ფსალმუნი 118:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
ფსალმუნი 118:23 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 118:23 კონტექსტში
118:21გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
118:22ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
118:23უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
118:24ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
118:25გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 118:23
- იობი 5:9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
- მოციქულთა საქმენი 13:41„უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“.
- ეფესელთა მიმართ 1:19ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,
- ეფესელთა მიმართ 1:22ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,
- მოციქულთა საქმენი 4:13პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.
- მოციქულთა საქმენი 5:31თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
- მოციქულთა საქმენი 5:32ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ.
- მოციქულთა საქმენი 3:14მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 118
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 118 · გახსენი ბიბლიის მკითხველში