
ფსალმუნი 118:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
ფსალმუნი 118:24 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 118:24 კონტექსტში
118:22ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
118:23უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
118:24ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
118:25გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
118:26კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 118:24
- ფსალმუნები 84:10რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
- ესაია 58:13თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმიდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები,
- ნეემია 8:10უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.
- ნეშტთა შორისა ბ 20:26მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბბენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს.
- ნეშტთა შორისა ბ 20:28შევიდნენ იერუსალიმში ქნარებით, ბობღნებითა და საყვირვბით უფლის სახლისკენ.
- გამოცხადება 1:10ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,
- იოანე 20:19ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
- იოანე 20:20ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 118
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 118 · გახსენი ბიბლიის მკითხველში