
ფსალმუნი 119:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
ფსალმუნი 119:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:15 კონტექსტში
119:13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
119:14შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
119:15შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
119:16შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
119:17კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:15
- ფსალმუნები 1:2არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
- იაკობის ეპისტოლე 1:25მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
- ფსალმუნები 119:148ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
- ფსალმუნები 119:97რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
- ფსალმუნები 119:78შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
- ფსალმუნები 119:48ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
- ფსალმუნები 119:131პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
- ფსალმუნები 119:117შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში