
ფსალმუნი 119:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
ფსალმუნი 119:17 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:17 კონტექსტში
119:15შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
119:16შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
119:17კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:17
- ფსალმუნები 13:6ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
- ეფესელთა მიმართ 2:4მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,
- ეფესელთა მიმართ 2:5ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),
- ტიტეს მიმართ 2:11რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი,
- ტიტეს მიმართ 2:12ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად,
- ფსალმუნები 116:7დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.
- ფსალმუნები 119:65კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
- ფსალმუნები 119:124მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში