
ფსალმუნი 119:157 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
ფსალმუნი 119:157 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:157 კონტექსტში
119:155შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
119:156წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
119:157ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
119:158ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
119:159ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:157
- კორინთელთა მიმართ ა 15:58ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
- ფსალმუნები 119:51ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
- იობი 23:11მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
- მოციქულთა საქმენი 20:23მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის.
- მოციქულთა საქმენი 20:24მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას.
- იობი 17:9მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.
- ესაია 42:4არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს. მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი.
- ფსალმუნები 22:16რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში