
ფსალმუნი 119:152 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
ფსალმუნი 119:152 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:152 კონტექსტში
119:150მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
119:151ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
119:152ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
119:153იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
119:154გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:152
- ლუკას სახარება 21:33ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
- ფსალმუნები 111:7მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
- ფსალმუნები 111:8იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
- ეკლესიასტე 3:14ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.
- ფსალმუნები 119:160საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
- ფსალმუნები 119:144სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
- ფსალმუნები 89:34არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
- ფსალმუნები 89:37მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში