
ფსალმუნი 119:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
ფსალმუნი 119:20 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:20 კონტექსტში
119:18აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
119:19მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
119:20მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
119:21შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
119:22ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:20
- ფსალმუნები 63:1ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
- ფსალმუნები 84:2ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
- ფსალმუნები 42:1გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენკენ, ღმერთო!
- ფსალმუნები 42:2ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
- იობი 23:11მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
- იობი 23:12მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
- ფსალმუნები 119:131პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
- ფსალმუნები 119:174ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში