
ფსალმუნი 119:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
ფსალმუნი 119:27 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:27 კონტექსტში
119:25მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
119:26გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
119:27გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
119:28დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:27
- ფსალმუნები 145:5შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.
- ფსალმუნები 145:6შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.
- ფსალმუნები 105:2აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
- ფსალმუნები 71:17ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე.
- ფსალმუნები 111:4სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.
- ფსალმუნები 78:4არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება- დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
- მოციქულთა საქმენი 2:11იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.
- გამოცხადება 15:3და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში