
ფსალმუნი 119:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
ფსალმუნი 119:25 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:25 კონტექსტში
119:23დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემ წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
119:24შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
119:25მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
119:26გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
119:27გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:25
- ფსალმუნები 119:159ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
- ფსალმუნები 71:20შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
- ფსალმუნები 143:11და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.
- ფსალმუნები 44:25რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.
- ფსალმუნები 119:88შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
- კოლასელთა მიმართ 3:2ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.
- ფსალმუნები 119:40აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
- ფსალმუნები 119:93უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში