
ფსალმუნი 119:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
ფსალმუნი 119:26 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:26 კონტექსტში
119:24შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
119:25მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
119:26გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
119:27გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
119:28დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:26
- ფსალმუნები 86:11დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
- ფსალმუნები 25:4შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
- ფსალმუნები 27:11მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.
- ფსალმუნები 32:5ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა.
- იგავესნი 28:13ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.
- ფსალმუნები 25:8კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.
- ფსალმუნები 25:9წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
- ფსალმუნები 119:12კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში