
ფსალმუნი 138:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.
ფსალმუნი 138:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 138:1 კონტექსტში
138:1დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.
138:2თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.
138:3რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 138:1
- ფსალმუნები 111:1ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.
- ფსალმუნები 95:3რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.
- კორინთელთა მიმართ ა 14:15რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.
- იოანე 10:34მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?
- იოანე 10:36მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?
- ფსალმუნები 96:4რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.
- ფსალმუნები 119:46ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
- ფსალმუნები 9:1გუნდისლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითისფსალმუნი. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 138
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 138 · გახსენი ბიბლიის მკითხველში