
ფსალმუნი 119:54 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
ფსალმუნი 119:54 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:54 კონტექსტში
119:52ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
119:53თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
119:54სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
119:55ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:54
- ებრაელთა მიმართ 11:13რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.
- ებრაელთა მიმართ 11:16მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.
- შესაქმე 47:9უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
- ფსალმუნები 89:1მოძღვრება ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.
- ფსალმუნები 10:1ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში