
ფსალმუნი 119:58 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
ფსალმუნი 119:58 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:58 კონტექსტში
119:56ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
119:57ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
119:58გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
119:59ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:58
- ფსალმუნები 119:41მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
- ებრაელთა მიმართ 10:22მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
- ფსალმუნები 119:170მოვიდეს ჩემი ვედრება შენ წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
- ფსალმუნები 119:10მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
- ფსალმუნები 27:8შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.
- ფსალმუნები 4:6მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
- ფსალმუნები 56:4ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
- მათეს სახარება 24:35ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში