
ფსალმუნი 10:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
ფსალმუნი 10:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 10:7 კონტექსტში
10:5თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
10:6მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
10:7ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
10:8დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
10:9მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 10:7
- ფსალმუნები 7:14აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
- იობი 20:12თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს მას,
- ფსალმუნები 73:8ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
- იაკობის ეპისტოლე 3:6ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
- იაკობის ეპისტოლე 3:8ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი.
- ფსალმუნები 64:3რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა,
- ფსალმუნები 140:3მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა.
- ფსალმუნები 140:9თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 10
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში