
ფსალმუნი 121:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
ფსალმუნი 121:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 121:7 კონტექსტში
121:5უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
121:6დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
121:7უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
121:8უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 121:7
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:18უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- ფსალმუნები 91:9რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
- ფსალმუნები 91:12ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
- ფსალმუნები 41:2უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ.
- იგავესნი 12:21არანაირი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ხოლო ბოროტეულნი ჭირით არიან სავსე.
- რომაელთა მიმართ 8:35რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
- რომაელთა მიმართ 8:39ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
- ფსალმუნები 145:20იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 121
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 121 · გახსენი ბიბლიის მკითხველში