
ფსალმუნი 121:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
ფსალმუნი 121:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 121:5 კონტექსტში
121:3არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
121:4აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
121:5უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
121:6დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
121:7უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 121:5
- ესაია 25:4რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია,
- ფსალმუნები 91:1უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
- გამოსვლა 13:21წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.
- ესაია 4:5მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება.
- ესაია 4:6კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში.
- ფსალმუნები 16:8წარმოვიდგენ უფალს ჩემ პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემ მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
- ფსალმუნები 109:31რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
- ესაია 32:2თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 121
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 121 · გახსენი ბიბლიის მკითხველში