
ფსალმუნი 126:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი.
ფსალმუნი 126:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 126:6 კონტექსტში
126:4დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე.
126:5ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
126:6მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 126:6
- გალატელთა მიმართ 6:7ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის.
- გალატელთა მიმართ 6:8ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.
- ესაია 9:2ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა.
- ესაია 9:3შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას.
- ფსალმუნები 30:5რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.
- ესაია 61:3დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.
- იობი 11:13თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,
- იობი 11:17შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 126
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 126 · გახსენი ბიბლიის მკითხველში