
ფსალმუნი 76:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
ფსალმუნი 76:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 76:7 კონტექსტში
76:5გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.
76:6შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.
76:7შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
76:8ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;
76:9როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 76:7
- ნაუმი 1:6ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
- ფსალმუნები 89:7ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
- ეზრა 9:15უფალო, ღმერთო ისრაელისა! შენ სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ვართ ნატამალი დღესდღეობით. აჰა, შენ წინაშე ვართ ჩვენი ცოდვებითურთ და არ ძალგვიძს შენ წინაშე დგომა ამის გამო.
- ფსალმუნები 130:3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
- იერემია 10:7ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში.
- იერემია 10:10უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.
- გამოცხადება 6:16და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 76
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 76 · გახსენი ბიბლიის მკითხველში