
ფსალმუნი 135:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
ფსალმუნი 135:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 135:14 კონტექსტში
135:12და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
135:13უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.
135:14რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
135:15ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
135:16პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 135:14
- მეორე სთვლისაება 32:36როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
- ფსალმუნები 50:4გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:
- ფსალმუნები 7:8უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
- ნეშტთა შორისა ა 21:15იერუსალიმში ანგელოზი გაგზავნა მის გასანადგურებლად. როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, უთხრა შემმუსრველ ანგელოზს: კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი! უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა.
- ამოსი 7:3გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა.
- იონა 4:2ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას.
- მსაჯულნი 10:16უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
- ამოსი 7:6გადაიფიქრა უფალმა, არც ეს მოხდებაო, თქვა უფალმა ღმერთმა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 135
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 135 · გახსენი ბიბლიის მკითხველში