
ფსალმუნი 136:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნი 136:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 136:6 კონტექსტში
136:4მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:5ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:6დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:7შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:8მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 136:6
- ფსალმუნები 24:2რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
- იერემია 10:12ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,
- შესაქმე 1:9თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
- იობი 26:7განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
- ესაია 44:24ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა,
- ფსალმუნები 104:2გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
- ფსალმუნები 104:3წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
- ესაია 42:5ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის:
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 136
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 136 · გახსენი ბიბლიის მკითხველში