
ფსალმუნი 24:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
ფსალმუნი 24:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 24:2 კონტექსტში
24:1საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
24:2რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
24:3ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
24:4ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 24:2
- იერემია 5:22არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.
- ფსალმუნები 104:5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
- ფსალმუნები 104:6უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
- ფსალმუნები 136:6დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- შესაქმე 1:9თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
- შესაქმე 1:10ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- იერემია 10:11ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან.
- იერემია 10:16ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 24
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში