გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 14:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 14:5

იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.

ფსალმუნი 14:5 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 14:5 კონტექსტში

14:3ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.

14:4ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?

14:5იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.

14:6თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.

14:7ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავის ხალხის ტყვეობას, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 14:5

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 14

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში