
ფსალმუნი 112:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
ფსალმუნი 112:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 112:2 კონტექსტში
112:1ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
112:2ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
112:3სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
112:4ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 112:2
- შესაქმე 17:7დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
- ფსალმუნები 37:26ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.
- იგავესნი 20:7მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები მის შემდეგ!
- ფსალმუნები 25:13მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
- მოციქულთა საქმენი 2:39ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.
- ფსალმუნები 102:28ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენ წინაშე წარიმართება.
- იერემია 32:39ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.
- შესაქმე 22:17კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 112
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 112 · გახსენი ბიბლიის მკითხველში