
ფსალმუნი 73:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
ფსალმუნი 73:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 73:15 კონტექსტში
73:13ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები.
73:14და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით.
73:15რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
73:16და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 73:15
- მათეს სახარება 18:6ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.
- მათეს სახარება 18:7ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.
- მალაქია 2:8თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:9ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
- ფსალმუნები 22:30შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
- რომაელთა მიმართ 14:21გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.
- ფსალმუნები 14:5იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
- ფსალმუნები 24:6ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! სელა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 73
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 73 · გახსენი ბიბლიის მკითხველში