
ფსალმუნი 145:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
ფსალმუნი 145:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 145:8 კონტექსტში
145:6შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.
145:7ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.
145:8გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
145:9კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
145:10გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 145:8
- რიცხვთა 14:18სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში.
- ფსალმუნები 103:8შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
- ფსალმუნები 86:5რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
- ფსალმუნები 100:5რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი.
- ფსალმუნები 116:5მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
- ფსალმუნები 86:15ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
- მიქა 7:18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
- მიქა 7:20დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე. ნაუმი
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 145
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 145 · გახსენი ბიბლიის მკითხველში