
ფსალმუნი 86:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
ფსალმუნი 86:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 86:5 კონტექსტში
86:3შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.
86:4ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
86:5რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
86:6მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 86:5
- ფსალმუნები 145:8გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
- ფსალმუნები 145:9კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
- იოელი 2:13გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
- გამოსვლა 34:6ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.
- ნეემია 9:17არც გაგონება ინდომეს, არც ის შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ რომ გაუკეთე. ქედი გაიფიცხეს და თავიანთი ურჩობით ბელადი დაიყენეს მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ ღმერთი ხარ, შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი ხარ, წყალობის გაღებისას კი უხვი, ამიტომაც არ მიატოვე ისინი.
- ფსალმუნები 103:8შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
- მოციქულთა საქმენი 2:21და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.
- ფსალმუნები 86:15ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 86
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 86 · გახსენი ბიბლიის მკითხველში