
ფსალმუნი 146:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე;
ფსალმუნი 146:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 146:6 კონტექსტში
146:4ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.
146:5ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.
146:6რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე;
146:7იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს.
146:8უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 146:6
- გამოცხადება 14:7და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.
- ფსალმუნები 100:5რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი.
- ფსალმუნები 136:5ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 136:6დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- გამოსვლა 20:11რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
- შესაქმე 1:1თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
- კოლასელთა მიმართ 1:16რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
- იერემია 32:17ეჰა, უფალო ღმერთო! შენი შექმნილია ცა და მიწა დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით. არაფერია შენთვის შეუძლებელი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 146
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 146 · გახსენი ბიბლიის მკითხველში