
ფსალმუნი 147:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.
ფსალმუნი 147:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:13 კონტექსტში
147:11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
147:12აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
147:13რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.
147:14დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.
147:15ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:13
- ფსალმუნები 128:3ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
- ფსალმუნები 128:6იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!
- ფსალმუნები 115:14დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
- ფსალმუნები 115:15კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
- ესაია 44:3რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.
- ესაია 44:5ერთი იტყვის: უფლისა ვარ, მეორე იაკობის სახელს დაირქმევს; სხვა დაიწერს საკუთარ ხელზე - უფლისა და ისრაელის სახელით იქნება წოდებული.
- იერემია 30:19გამოვა მათგან სამადლობელი და ხმა სიცილისა; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; განვადიდებ და არ დამცირდებიან.
- იერემია 30:20იქნებიან მისი შვილები ძველებურად და მისი კრებული მტიცედ იდგება ჩემ წინაშე; და დავსჯი მის დამთრგუნველებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში