
ფსალმუნი 147:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
ფსალმუნი 147:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:12 კონტექსტში
147:10არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
147:11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
147:12აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
147:13რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.
147:14დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:12
- ესაია 12:6იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
- ესაია 52:7რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!
- იოელი 2:23სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.
- ფსალმუნები 146:10იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი!
- ფსალმუნები 149:2ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.
- ფსალმუნები 135:19ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!
- ფსალმუნები 135:21კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში