
ფსალმუნი 149:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
ფსალმუნი 149:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 149:3 კონტექსტში
149:1ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
149:2ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.
149:3განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
149:4რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.
149:5იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 149:3
- იერემია 31:13მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, გაიხარებენ ჭაბუკები და ბერიკაცები. გლოვას სიხარულად შევუცვლი, ვანუგეშებ და მწუხარებას გავუქარვებ.
- გამოსვლა 15:20აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.
- ფსალმუნები 81:2ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.
- მეფეთა ბ 6:16როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოხედა საულის ასულმა მელქოლამ, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში.
- ფსალმუნები 150:3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
- ფსალმუნები 150:5ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
- მეფეთა ბ 6:14რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდი ემოსა დავითს.
- ნეშტთა შორისა ა 15:28მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკის ცემით, საყვირების, წინწიღების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 149
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 149 · გახსენი ბიბლიის მკითხველში