
ფსალმუნი 149:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
ფსალმუნი 149:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 149:5 კონტექსტში
149:3განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
149:4რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.
149:5იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
149:6ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 149:5
- იობი 35:10არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი, ღამით გალობათა მომმადლებელი?
- ფსალმუნები 42:8დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:8რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,
- ფსალმუნები 145:10გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.
- ფსალმუნები 118:15ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
- ფსალმუნები 92:2გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
- ფსალმუნები 23:1საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
- ფსალმუნები 63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 149
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 149 · გახსენი ბიბლიის მკითხველში