
ფსალმუნი 81:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.
ფსალმუნი 81:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 81:2 კონტექსტში
81:1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.
81:2ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.
81:3დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.
81:4რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 81:2
- ფსალმუნები 92:3ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
- გამოსვლა 15:20აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.
- ფსალმუნები 149:1ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
- ფსალმუნები 149:3განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
- მარკოზის სახარება 14:26იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
- ფსალმუნები 95:1მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
- ფსალმუნები 95:2სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.
- ეფესელთა მიმართ 5:19ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 81
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 81 · გახსენი ბიბლიის მკითხველში