
ფსალმუნი 18:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
ფსალმუნი 18:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 18:13 კონტექსტში
18:11ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.
18:12წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
18:13მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
18:14და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
18:15გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 18:13
- ფსალმუნები 104:7შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
- მეფეთა ა 7:10როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.
- ფსალმუნები 140:10დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.
- ფსალმუნები 29:3ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.
- ფსალმუნები 29:4ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.
- იობი 40:9იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
- ფსალმუნები 120:3რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
- ფსალმუნები 120:4მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 18
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში