
ფსალმუნი 29:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.
ფსალმუნი 29:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 29:4 კონტექსტში
29:2უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმინდა ბრწყინვალებით.
29:3ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.
29:4ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.
29:5ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი.
29:6და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს - მარტორქის შვილის მსგავსად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 29:4
- ეზექიელი 10:5ხმა ქერუბიმთა ფრთებისა გარეთა ეზომდე აღწევდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როცა ლაპარაკობს იგი.
- იერემია 51:15მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა.
- იერემია 51:16მის ხმაზე ცაში ხმაურობენ წყლები და ღრუბლებს წამოკრეფს ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან.
- ფსალმუნები 68:33ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
- ფსალმუნები 33:9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
- ლუკას სახარება 4:36შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?
- ესაია 66:6აჰა, ხმა განგაშისა ქალაქიდან, ხმა სასახლიდან, ხმა უფლისა, თავისი მტრებისთვის საზღაურის მიმგებელისა.
- ლუკას სახარება 8:25და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 29
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში