
ფსალმუნი 18:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
ფსალმუნი 18:21 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 18:21 კონტექსტში
18:19აღდგნენ ჩემ წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
18:20გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.
18:21მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
18:22ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
18:23ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 18:21
- ფსალმუნები 119:102შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:19ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
- ფსალმუნები 26:1დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
- მოციქულთა საქმენი 24:16ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.
- იგავესნი 8:32ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
- ფსალმუნები 17:4ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან.
- ნეშტთა შორისა ბ 34:33განაგდო იოშიაჰუმ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეენიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. დღენი მათნი აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:10თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენ მიმართ, რომელთაც გწამთ,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 18
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში