
ფსალმუნი 21:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
ფსალმუნი 21:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 21:12 კონტექსტში
21:10შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
21:11რადგან სიავე განიზრახეს შენ წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
21:12ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
21:13ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 21:12
- ფსალმუნები 7:12მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
- ფსალმუნები 7:13მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
- ფსალმუნები 18:40და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
- ფსალმუნები 64:7და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
- ფსალმუნები 56:9მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.
- ფსალმუნები 44:10უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.
- იობი 16:12უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
- იობი 16:13გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 21
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში