
ფსალმუნი 22:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
ფსალმუნი 22:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 22:11 კონტექსტში
22:9რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
22:10შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
22:11ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
22:12ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
22:13პირი დააღეს ჩემ წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 22:11
- ფსალმუნები 71:12ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.
- ფსალმუნები 72:12რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
- ფსალმუნები 10:1ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
- ებრაელთა მიმართ 5:7რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
- ფსალმუნები 38:21ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
- იოანე 16:32აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა.
- ფსალმუნები 69:1გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.
- ფსალმუნები 69:2ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 22
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში