
ფსალმუნი 38:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
ფსალმუნი 38:21 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 38:21 კონტექსტში
38:19ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი.
38:20კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
38:21ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 38:21
- ფსალმუნები 22:19და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
- ფსალმუნები 22:24რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
- ფსალმუნები 22:11ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
- ფსალმუნები 35:21ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
- ფსალმუნები 35:22შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
- ფსალმუნები 22:1გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 38
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში