
ფსალმუნი 22:17, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
ფსალმუნი 22:17 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ფსალმუნი 22:17
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ეს არის მომნანიე დავითის საიდუმლო გამოცდილება და ამავე დროს ქრისტეს ტანჯვის ნათელი წინასწარმეტყველება. ყველა, ვისაც ქრისტე იესოში ღვთისმოსავი ცხოვრება სურს, დევნას განიცდის (2 ტიმ. 3,12), ამბობს მოციქული პავლე. როდესაც მეფე დავითი სცოდავდა, მას ეშმაკები არ გამოეცხადნენ, მაგრამ მან დაკარგა სიმშვიდე.”
ფსალმუნი 22:17 კონტექსტში
22:15გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
22:16რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
22:17მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
22:18ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
22:19და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 22:17
- ლუკას სახარება 23:35ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი, თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული.
- ლუკას სახარება 23:27უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას.
- ესაია 52:14რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!),
- მათეს სახარება 27:39ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ
- მათეს სახარება 27:41ასევე მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:
- იობი 33:21დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;
- ფსალმუნები 102:3რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
- ფსალმუნები 102:5ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 22
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში