
იობი 33:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;
იობი 33:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 33:21 კონტექსტში
33:19სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;
33:20მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;
33:21დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;
33:22მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე - სიკვდილის წლებამდე;
33:23თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,
პარალელური ადგილები: იობი 33:21
- იობი 19:20ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.
- იგავესნი 5:11ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.
- იობი 7:5მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;
- იობი 13:28ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი.
- ფსალმუნები 32:3როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
- ფსალმუნები 32:4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
- ფსალმუნები 22:15გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
- ფსალმუნები 22:17მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
განაგრძე კითხვა: იობი 33
სრულად წაიკითხე: იობი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში