
ფსალმუნი 25:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
ფსალმუნი 25:17 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 25:17 კონტექსტში
25:15ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
25:16გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ.
25:17განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
25:18შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.
25:19შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 25:17
- კორინთელთა მიმართ ბ 4:8ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:9დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.
- ფსალმუნები 107:6შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
- ფსალმუნები 34:19მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
- ფსალმუნები 38:1ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი. უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.
- ფსალმუნები 38:8დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
- ფსალმუნები 77:2ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
- ფსალმუნები 77:4თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 25
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში