
ფსალმუნი 26:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
ფსალმუნი 26:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 26:7 კონტექსტში
26:5შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
26:6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
26:7რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
26:8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
26:9ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 26:7
- ფსალმუნები 9:1გუნდისლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითისფსალმუნი. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
- ფსალმუნები 71:17ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე.
- ფსალმუნები 71:19ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?
- ფსალმუნები 145:5შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.
- ფსალმუნები 100:4შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი.
- ფსალმუნები 100:5რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი.
- მეფეთა ა 1:24როცა გამოზარდა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, სილოამში. თან სამი კურატი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა. ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი.
- ლუკას სახარება 19:37როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 26
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში